გაკვეთილის გეგმები

გაკვეთილის  თემა



-
ადამიანის მხატვრული კოდი
სწავლების საფეხური და კლასი

VIII  საბაზო
ინტეგრირებული საგნები:
საგნის მასწავლებლები:








:




ქართული ენა და ლიტერატურა-მაია ლორია     
სახვითი ხელოვნება-   მაია  სტურუა
ბიოლოგია-      ხატია ზამთარაძე
მოსწავლეთა რაოდენობა
31 მოსწავლე;სსსმ მოსწავლე არ არის
აქტუალობა
Ø  გაკვეთილი ხელს შეუწყობს მოსწავლეებს მხატვრული სახეების ამოცნობითა და გამოყენებით ავტორის ჩანაფიქრის, მსოფლმხედველობის, ადამიანის (პერსონაჟის) შინაგანი სამყაროს დეკოდირებაში.
Ø   მხატვრული ტექსტების ეფექტურად წაკითხვის დაუფლებაში.
Ø  საგანთაშორისი კავშირების დანახვასა და მიღებული ცოდნის ცხოვრებაში გამოყენების გააზრებაში.
გამჭოლი (სემიოტიკური) კომპეტენციების - ნიშანთა ერთი სისტემიდან მეორეში გადატანის უნარ-ჩვევების გამომუშავებაში
სასწავლო მიზნები და მოსალოდნელი შედეგები
ქართული:
q  მოსწავლეები წაიკითხავენ მხატვრულ ტექსტს კოდების ცოდნით (ტროპი და მისი სახეები).
q  შეძლებენ ავტორის მიზნის ამოცნობასა და მსჯელობას პერსონაჟის (ზოგადად ადამიანის) დახასიათების ხერხებზე.
q  მხატვრული სახეების ცოდნითა და მისი გამოყენებით მოახდენენ ტრანსფერს ხელოვნებაში.
q  მოსწავლეები გაიაზრებენ პორტრეტის როგორც მხატვრულ ფუნქციას, ისე მისი მრავალფეროვანი ინტერპრეტაციის შესაძლებლობებს.
q  მოსწავლეები შეაფასებენ საკუთარ და სხვათა (ოპონენტთა ) ნააზრევს, დაძებნიან პარალელებს, მსგავსებასა და განსხვავებებს.
q  მოსწავლეები ნახატის მიხედვით შეთხზავენ და დაასურათებენ ლიტერატურულ პორტრეტს და პირიქით, შეძლებისდაგვარად შექმნიან პორტრეტს, კარიკატურას ან შარჟს.
იფიქრებენ ექსპერიმენტზე: ,,საქართველოს პორტრეტი ;            ხელოვნება:
q    მოსწავლეები გამოიყენებენ მიმიკას, ჟესტკულაციას და სახასიათო დეტალებს პორტრეტში ხასიათის გადმოსაცემად.
q  მოსწავლეები შეადარებენ ერთმანეთს სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის  ხელოვნების ნიმუშებს და იმსჯელებენ მათ საერთო და განმასხვავებელ ნიშნებზე.
·         ბიოლოგია: მოსწავლეები დაახასიათებენ ადამიანის ანატომიურ და ფიზიოლოგიურ თავისებურებებს;
·         გაიაზრებენ ორგანოების დანიშნულებასა და ფუნქციებს;
·         შეადარებენ საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის(ჩონჩხის)თითოეული ელემენტის ფუნქციას ადამიანის დანიშნულების გაგებას პერსონაჟის პორტრეტში
·         გაკვეთილის ბოლოს დაასკვნიან,რომ ნებისმიერი ფუნქციის მოშლა,იწვევს გადაგვარებას ,კვდომას,ლიტერატურული პორტრეტი კი უკვდავია
·         იმსჯელებენ მეცნიერებისა და ხელოვნების სხვადასხვა შესაძლებლობებზე;

ესგ  სტანდარტი(ინდიკატორები)
ქართული:      VIII.1. მოსწავლეს შეუძლია კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობის მოსმენა და საკუთარი თვალსაზრისის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.
v  მსჯელობს და გამოაქვს ადეკვატური დასკვნა, მსჯელობს არგუმენტაციის მოხმობით და თანმიმდევრულად ავითარებს თავის მოსაზრებას.
VIII.6. მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს შესაბამისობა კონკრეტულ მიზანსა და აუდიტორიასთან.
v  მსჯელობს იმაზე, თუ რამდენად უწყობს სხვადასხვა მხატვრული დეტალი ძირითადი იდეის წარმოჩენას.
v  ამოიცნობს ავტორისეულ მიზანს და მსჯელობს პერსონაჟის დახასიათებაზე.
VIII.8. მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ხერხებისა და ენობრივი მახასიათებლების ცოდნის გამოყენება ტექსტების გასაანალიზებლად.
v  შეაფასებს მხატვრულ სახეებს და გაიზიარებს მათ როლს ნაწარმოების შესაძლო ინტერპრეტაციაში.
v  ამოიცნობს მხატვრულ ხერხებს, რომელიც ტექსტს ანიჭებს მხატვრულ მიმზიდველობას.
v  ამოიცნობს ავტორის მიერ მიზნობრივად გამოყენებულ სპეციფიკურ ლექსიკას.
VIII.10. მოსწავლეს შეუძლია წერილობით გადმოსცეს  საკუთარი თვალსაზრისი, იმსჯელოს  კონკრეტულ საკითხზე სათანადო არგუმენტების მოხმობით.
  • პრობლემური თემის შესახებ თხზავს მხატვრულ ტექსტებს, ჩანახატს, მცირე ზომის მოთხრობას.      
  •                                :
  • VIII.3. მოსწავლეს შეუძლია ასახოს ნამუშევარში გარემოზე დაკვირვების შედეგები, განავითაროს გამომსახველობითი ხერხები.
  • გამოსახავს სახასიათო დეტალებს პორტრეტის ხატვის დროს.
  • VIII.4 მოსწავლე აცნობიერებს სამყაროს, როგორც მრავალფეროვანი გრძნობებისა და იდეების წყაროს და აფართოვებს მათი ასახვის გზებს ნამუშევარში.
  • იყენებს მიმიკას, ჟესტიკულაციასა და დეტალებს პორტრეტში ხასიათის გადმოსაცემად.
  • VIII.10 მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და შეადაროს ერთმანეთს სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის ხელოვნების ნიმუშები
  • ადარებს ერთმანეთს სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის ხელოვნების ნიმუშებს და მსჯელობს მათ საერთო და განმასხვავებლ ნიშნებზე.
·                       ა :VIII.5.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ადამიანის ორგანიზმის ანატომიური და ფიზიოლოგიური თავისებურებები.  ასახელებს ადამიანის ორგანიზმის ქსოვილთა ძირითად ჯგუფებს. აღწერს მათი აგებულების თავისებურებებს და აკავშირებს შესასრულებელ ფუნქციებთან; · ილუსტრაციაზე ან მაკეტზე ამოიცნობს ადამიანის ორგანოთა სისტემებს და მსჯელობს მათ ფუნქციებზე (მაგ., ადამიანის ჩონჩხის ძირითადი ნაწილები, ზოგიერთი ძვალი და კუნთი); · აკავშირებს ცალკეულ ორგანოს შესაბამის ორგანოთა სისტემასთან და ასახელებს მის ძირითად ფუნქციებს;
  VIII.6.მოსწავლეს შეუძლია დაასაბუთოს ადამიანის ორგანიზმის მარეგულირებელი სისტემების მნიშვნელობა. · მოიპოვებს ინფორმაციას ორგანიზმის დაცვითი შესაძლებლობების (მაგ., კანი, ლორწოვანი გარსები, ღვიძლი, ტემპერატურის მატება, ფაგოციტები, იმუნიტეტი) შესახებ და გამოთქვამს ვარაუდს მათი დარღვევის შედეგების შესახეVIII.9.მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობა ადამიანისათვის. · აღწერს ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობას ადამიანის ჯანმრთელობისათვის და განსაზღვრავს მის როლს სხვადასხვა დაავადების რისკის შემცირებაში;

წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები
ქართული: მოსწავლემ იცის ძირითადი მხატვრული სახეები (ტროპი, მეტაფორა, ეპითეტი, შედარება, გაპიროვნება, ჰიპერბოლა), ფლობს ლიტმცოდნეობის ტერმინოლოგიას: პერსონაჟი,ლირიკა,ეპოსი,დრამა,მოთხრობა....ალეგორია, ირონია, სატირა, ნაწილობრივ პორტრეტს, გარემოს რომლითაც ხასიათდება პერსონაჟი, ასხვავებს მხატვრულ და არამხავრულ ტექსტს, პერსონაჟის დახასიათების ხერხებს პოულობს მხ. ტექსტში, ფლობს წერის (ესე, ანალიზი, ჩანახატი) სტრუქტურას, გრამატიკულ ნორმებს, მსჯელობს არგუმენტირებულად.
ხელოვნება:  მოსწავლემ იცის  პორტრეტული ჟანრის ცნება და სახეობები (ავტოპორტრეტი, ჯგუფური პორტრეტი, საპარადო, ფსიქოლოგიური...), შეუძლიათ ასევე შექმნან პორტრეტები დამახასიათებელი ნიშნებით, იციან პორტრეტი  რა ინფორმაციას აწვდის ადამიანის შესახებ.
ბიოლოგია:  მოსწავლემ იცის ადამიანის ორგანიზმის უჯრედული აგებულება,მათი თანმიმდევრულობა,ორგანოების თვისობრიობა,მათი ფუნქციები,თითოეულის მონაწილეობა ორგნიზმის,ადამიანის მთელი სხეულის აგებულებაში;მოსწავლეებმა იციან,რომ ადამიანის საყრდენ-მამოძრავებელ სისტემას წარმოადგენს ჩონჩხი,იციან ,რას მოჰყავს იგი მოძრაობაში;


გაკვეთილის მსვლელობა(საკლასო მენეჯმენტი)  -დრო;აქტივობები ფაზების მიხედვით;კლასის ორგანიზების ფორმები
(შეწყვილებული გაკვეთილი)
                            I-ლი ფაზა(გამოწვევა)
Iაქტივობა-მიზანი:წინარე ცოდნის შემოწმება;(ინდივიდუალური)
                     აღწერა:მოსწავლეებს ურიგდებათ სამკითხვიანი (შესასვლელი-სავიზიტო) ბარათები:1.რა ვიცით მხატვრული და არამხატვრული ლიტერატურის შესახებ?  2.შეავსეთ:ლიტერატურა სახეებით აზროვნებაა
                   მხატვრობა-?
                    მუსიკა-?
                    ქანდაკება-?
  3.რით ხასიათდება პერსონაჟი,გაიხსენეთ                       ლიტერატურათმცოდნეობის ტერმინები,რომლებიც შეისწავლეთ ამ თვალსაზრისით /დრო-7წთ./ 
II აქტივობა- მიზანი:გაკვეთილის თემისა და მიზნის მიწოდება,გარკვევა-გაანალიზება(მასწავლებელი-კლასი)
                        აღწერა:  მივმართავ პროვოცირებას-მომყავს დიოგენეს მაგალითი:დღისით,მზისით ფარნით დადიოდა დიოგენე და ადამიანს ეძებდა-ვის ეძებდა იგი?   როგორ ადამიანს ეძებდა ?   ხომ არ აჯობებს საბოლოო პასუხი გაკვეთილის ბოლოს გავცეთ?(დრო-2 წუთი)
III აქტივობა -მიზანი:მოტივაციის გააქტიურება -ამაღლება; (მასწავლებელი-კლასი)      აღწერა:გაიხსენეთ ადამიანის გარეგნობასთან(სახესთან)დაკავშირებული იდიომები,გამონათქვამები,ანთროპონიმები და- T-დიაგრამის გამოყენებით დააჯგუფეთ დადაებითი და უარყოფითი მნიშვნელობის მიხედვით;გამოიკვეთება:დადებითი-“ხატია“,“კალმით ნახატია“,“დახატულია“/უარყოფითი-„რას ჰგავს,“უცხვირპიროა,“შუბლის ძარღვი გაწყვეტილი აქვს“...იმსჯელებენ და დაასკვნიან,რომ ადამიანი უფალმა „ხატად თვისად“ შექმნა,რომ ადამიანის დანიშნულებაა,შეინახოს ,დაიცვას,გაუფრთხილდეს თავის არსს,ფრაზეოლოგიზმებმა „აჩვენეს“მისი დაცემის გზა-სხეულებრივი თუ სულიერი; მწერლობა-(ლიტერატურა,მხატვრობა) ამ“ ხატის“ „მიბაძვის“ხელოვნებაა...ისმის კითხვა-რა ვიცით ამ „გარეგანი“ კაცის-ადამიანის შესახებ?
რა ინფორმაციას გვაწვდის ბიოლოგიაში შესწავლილი მასალა ამასთან დაკავშირებით? (დრო-6 წთ.)
 IV აქტივობა-
     ჩ ა                                     ნ (კითხვა- პასუხი;კლასი-მასწავლებელი)
მიზანი:გაიხსენონ ადამიანის აგებულება,ორგანოთა ფუნქციები,ჩონჩხი,საყრდენ -მამოძრავებელი სისტემის თავისებურებანი,შეადარონ ამ ორგანოთა  სასიცოცხლო ფუნქციები და მათი დანიშნულება ადამიანის როლსა და მნიშვნელობას სამყაროში;
აღწერა:ბიოლოგიის მასწავლებელი სვამს კითხვებს:
              1.როგორი აგებულებისაა ადამიანის ორგანიზმი?
              2.როგორი თანმიმდევრობით არის შექმნილი
                  ორგანიზმი?
              3.რომელია ადამიანის ორგანიზმში ყველაზე
                 დიდი ორგანო და რა ფუნქციას ასრულებს იგი?
              4.რომელი ორგანოები ქმნიან სარდენ-მამოძრავებ 
                  ელ სისტემას?
               5.რას მოჰყავს მოძრაობაში ჩონჩხი?
               6.რაზე მეტყველებს ის ფაქტი,რომ თითოეული
                    ორგანო ცალკე და ერთობლიობაში განაპი-
                    რობებს ადამიანის ორგანიზმის -სხეულებრივ
                     არსებობას?
                 7.რა მოჰყვება თითოეული ამ ორგანოს ფუნქცი
                     ის მოშლას?
მოსწავლეები პასუხებზე დაყრდნობით იმსჯელებენ და დაასკვნიან,რომ ადამიანის ორგანიზმი იწყებს კვდომას,როცა მისი თითოეული ორგანო კარგავს ფუნქციას,ასევეა ადამიანიც,თუ ვერ გააცნობიერებს თავის მისიას, ამქვეყნად მოსვლის მიზანს,იგი ვერ სრულყოფს თავს,ვერ მიემსგავსება პირველხატს.იგი“ცოცხალი ლეშია“(„ჩონჩხი“,“მოჩვენება“)...
ქართულის მასწავლებელი სვამს კითხვას:
    1.  რატომ უნდა გვახსოვდეს სიკვდილი(„მემენტო მორი“)(კერძოდ ის,რომ ადამიანი სხეულებრივად კვდება)?
სავარაუდო პასუხები:იპოვოს თავისი ადგილი ცხოვრებაში;აკეთოს სიკეთე;დატოვოს სახელი;უარყოს ამაო და ფუჭი საქმეები,აღიდგინოს დაცემული პირველხატი...
    2.რა შესაძლებლობები აქვს ხელოვნებას-კერძოდ,ლიტერატურას,მხატვრობას მეცნიერებასთან შედარებით,როგორ შეუძლია უკვდავყოს ადამიანის სახე(ადამიანი),მაშინ,როცა სხეული „განწირულია“?
მოსწავლეები ასახელებენ უკვდავ პორტრეტებს როგორც ლიტერატურიდან,ისე მხატვრობიდან(დრო-10 წთ)
                                     II ფაზა-ვიპოვოთ ესხატი“-სახე
                                                             სიტყვაში
Vაქტივობა:მცირე ექსკურსი მონათესავე სიტყვებთან
მიზანი:     ვიპოვოთ სიტყვა სიტყვაში
აღწერა:მონიტორზე ვაჩვენებ სიტყვის რუკას(იხ.დანართი)   სახე--ს(ა)ხეული--სახელი   ამ მონათესავე სიტყვებში ეძებენ და პოულობენ საერთო ნიშანს,ახალ მნიშვნელობას ამოიკითხავენ,დაფარული კოდით მიხვდებიან,რომ ადამიანის სხეულიცა და სახეც-პორტრეტი,ქმნის სახელს,ვინაობას,აღმოაჩენენ,რომ საერთო ძირი-ფარული ნიშანია,სიტყვაში შენახული,რომელიც შეიძლება მხატვრული კოდიც იყოს და ადამიანობის კოდიც;აღიდგენენ,რა იციან ამის შესახებ,მოდელირებას ახდენენ ამ ცოდნის.(დრო-4 წთ
          აქტივობაVI  მიზანი:სიღმისეული წვდომისთვის და    ლიტტერმინის-„სახისმეტყველების“-(სახის,სახეობრიობის)უკეთ გაგების მიზნით ვთავაზობ ტერმინების რუკას( იხ დანართი). აღწერა:ვიყენებ ხმამაღალი ფიქრის სტრატეგიას და კლასთან ერთად ვიხსენებთ ნაცნობ ტერმინებს,ვაჯგუფებთ;ჯერ თავად განმარტავენ „პერსონაჟს“,“სურათს“,“ხასიათს“ ,“პორტრეტს ,,ტიპს“...რასაც მოიცავს სახე და სახეობრიობაშემდეგ რუკაზე წარმოდგენილ ზუსტ განმარტებებს ადარებენ;განვმარტავ ახალს,ვაზუსტებთ კარიკატურისა და შარჟის განსხვავებას;პორტრეტის განვითარების გზას გავიხსენებთ( მოსწავლეები იყენებენ ხელონებაში შესწავლილ მასალას);ორგანიზებას უკეთებენ ცოდნას(დრო-7 წთ)
          ჩართვა ხელოვნებასთან:
          აქტივობა VII მიზანი: პორტრეტის მხატვრული ფუნქციის გარკვევა,გააზრება,მისი მრავალმხრივი ინტერპრეტაციისა  და განვითარების ჩვენება,ხატისა და პორტრეტის მსგავსება -განსხვავების წარმოჩენა- მასწავლებელი(მინი ლექცია) და მთელი კლასი აღწერა:მონიტორზე ვაჩვენებ ვერბალური და ვიზუალური ასოციაციების რუკას,ვაძლევ ინსტრუქციას,როგორ ისარგებლონ ამ რუკით(იხ. დანართი)
          მოსწავლეები მსჯელობენ ხატისა(ცოტნე დადიანის) და ნახატის (იან ვერმეერის „გოგონა მარგალიტის საყურით“) შესრულების თავისებურებაზე,ხატწერის კანონიკურ პრინციპებზე -ფერის,სახის ნაკვთების ,პროპორციების  მსგავსება-განსხვავებაზე ხატსა და პორტრეტში,ვერბალურად წარმოადგენენ თავიანთ დამოკიდებულებას,ასოციაციებს,ამოიცნობენ ხასიათს,დაასკვნიან,რომ ხატიცა და პორტრეტიც გარკვეულ ინფორმაციას შეიცავს  ადამიანის შინაგან სამყაროზე(დრო 7წთ)
          აქტივობა VIII- მიზანი:ლიტერატურულ პორტრეტს მეტი შესაძლებლობები აქვს  (კითხვა -პასუხი)
          აღწერა:მოსაწვლეები შესწავლილ მასალაზე დაყრდნობით იმსჯელებენ პოეტურ და პროზაულ პორტრეტზე,კიდევ ერთხელ გაიხსენებენ პორტრეტის განმარტებას,იმსჯელებენ პერსონაჟის პორტრეტის 5 კომპონენტზე: იერსახე,მოქმედება,გამომეტყველება,ტანადობა,ჩაცმულობა .    ისმის ძირითადი კითხვა :რას ხსნის,რას შიფრავს პორტრეტი? პასუხები:    ა)სინამდვილეს
                                             ბ)ადამიანის შინაგან სამყაროს
                                             გ)მწერლის     იდეას,მსოფლ-
                                                       მხედველობას(დრო 5 წთ)
                              III -ფაზა(გამთლიანება-შეჯამება)
          აქტივობა  IX -ჯგუფური სამუშაო.( ხელოვნებასთან ერთად)
          მიზანი:შესწავლილ ხუთ ნაწარმოებზე დაყრდნობით,გაანალიზებენ პორტრეტებს,პრეზენტაციის ფორმით წარმოადგენენ;შეავსებენ პერსონაჟის პორტრეტის რუკას(იხ. დანართი);შეადარებენ წარმოდგენილი მხატვრის პორტრეტსა და ლიტერატურულ პორტრეტს;ამოიცნობენ მწერლისა და მხატვრის ჩანაფიქრს;ტროპისა და მისი სახეების გამოყენებით გაშიფრავენ ლიტერატურულ პორტრეტს;იმსჯელებენ ნახატისა და ლიტპორტრეტის მსგავსება -განსხვავებაზე;
I ჯგუფი:         ლუარსაბი -არაფრობა-კარიკატურული სახე - წარმოადგენს ლუარსაბ- დარეჯანის ლიტერატურულ პორტრეტს და შედარებით ანალიზს ნიკო ფიროსმანის ავტოპორტრეტ-კარიკატურასთან;
II  ჯგუფი:სილამაზით და სილამაზის გარეშე-წარმოადგენს ნიკო ლორთქიფანიძის „დადიანის ასულსა და მათხოვარს“და შედარებით ანალიზს ფიროსმანის ნახატთან-„უშვილო მილიონერი და ღარიბი წვრილშვილით“
III ჯგუფი პორტრეტი-მეტაფორა და პორტრეტი აბსტრაქციაში-წარმოადგენს ნესტანის,ტარიელის ტროპულ პორტეტს რამდენიმე სტროფის მიხედვით და შედარებით ანალიზს პაბლო პიკასოს „მენინებთან“
IVჯგუფი -ეპოქის პორტრეტი-წარმოადგენს რევაზ ინანიშვილის- „პატარა ბიჭი გოლგოთაზე“და შედარებით ანალიზს რემბრანდტის ნახატთან „უძღები შვილის დაბრუნება“
V ჯგუფი  -მარიტა და უსახური ბრბო-წარმოადგენს გიორგი ლეონიძის „მარიტას“,როგორც ფსიქოლოგიურ პორტრეტს ,გაავლებენ პარალელს სესილია თაყაიშვილის კინოპორტრეტთან და  ასევე წარმოადგენენ შედარებით ანალიზს იან ვერმეერის ნახატთან „გოგონა მარგალიტის საყურით“.(დრო თითოეული ჯგუფისთვის 6 წთ)
X აქტივობა-ჯგუფური; მიზანი:ჩვენ თავად ვქმნით პორტრეტს(პრაქტიკული დავალება)
აღწერა:ხუთივე ჯგუფს ეძლევა ერთი საერთო დავალება-შექმნან ნახატი ა.ყაზბეგის ძიძიას („ხევისბერი გოჩა“)ლიტერატურული პორტრეტის მიხედვით და პირიქით-რემბრანდტის „ავტოპორტრეტის“ მიხედვით შეთხზან ლიტპორტრეტი(დრო 5 წთ)შექმნილი პორტრეტები იქვე გამოიფინება.
შეჯამდება ჯგუფური მუშაობა :გაკვეთილის დასაწყისში დასმულ კითხვას გაეცემა პასუხი:
და მაინც, ვის ეძებდა დიოგენე,როგორია ადამიანის თქვენეული იდეალური ხატი?(ყველა სავარაუდო პასუხი ჩაიწერება დაფაზე კონტურით შესრულებულ  პორტრეტში) (დრო 2წთ)
იქვე მიეცემათ საშინაო დავალება  1)-ექსპერიმენტი
საქართველოს პორტრეტი-წარმოიდგინონ რუკა როგორც ცოცხალი სხეული;რა „ საკუთარი“,რა-„უცხო“
არის თუ შესაბამისობა -სხეული -ქართული
                                            სული-ქართული
დაწერონ ესეს სახით ან შექმნან პორტრეტი  2)მოიძიონ ინფორმაცია ფიზიოგნომიის შესახებ
(დრო 2წთ)


შეფასება
 შეფასებისას ვიყენებ განმსაზღვრელ და განმავითარებელ შეფასებას;ნებისმიერი პასუხი შეფასდება აქტივობის პროცესში ადეკვატური ზეპირი უკუკავშირით ,-კერძოდ, I-II-III აქტივობა;   I V-ზეპირი კომენტარი -შესაბამისი ლექსიკით;V-VI-VII-განმავითარებელი-შეფასების რუბრიკით;VIII- IX-X აქტივობა შეფასდება რამდენიმე ფორმით:პრეზენტაცია-შეფასების რუბრიკით;ჯგუფური მუშაობა-  შესაბამისი რუბრიკით,თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების ბარათებით;წერითი დავალება ჯგუფური მუშაობის შესაბამის რუბრიკაში ჩართული კრიტერიუმით შეფასდება;იხ.დანართი   (დრო-3წთ)
გაკვეთილის დასრულების შემდეგ დაურიგდებათ გასასვლელი ბარათები,რომლის პასუხებს გავითვალისწინებ მომავალი გაკვეთილის დაგეგმვისას;ასევე გაკვეთილზე დაკვირვებით დავწერ თვითრეფლექსიას.

რესურსები:
კომპიუტერი,პროექტორი,ცარცი,დაფა,მარკერი;პერსონაჟის რუკა;ვერბალურ-ასოციაციური რუკა;სიტყვების(ტერმინების) რუკა;ქართული საძიებო სისტემა:www.google.ge,openoffice.org Presentation.
ინფორმაციის წყაროები(ნაბეჭდი,ელექტრონული)
VIII კლასის სახელმძღვანელოები:ქართული,ხელოვნება,ბიოლოგია;



No comments:

Post a Comment

კითხვითი უნარების გაუმჯობესება და მოგვარების გზები (ნაწილი I)

ნათია უჩავას სტატია მასწავლებლები ხშირად ვაწყდებით კითხვასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ამ სტატიაში მოგიყვებით ჩემს პრაქტიკულ კვ...